ფრენის შესახებ უამრავი მითი არსებობს. რა არის ფაქტი და რა არ შეესაბამება სიმართლეს? მოდით, განვიხილოთ.
ბევრს ეშინია, რომელიმე მგზავრმა, სიმთვრალის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, თვითმფრინავის კარი არ გააღოს. ეს ნამდვილად საშიში იქნებოდა შესაძლებელი რომ იყოს, მაგრამ, საბედნიეროდ, – არ არის. კარის მექანიზმი ისეა შექმნილი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იღება, როცა ჰაერის წნევა თვითმფრინავის შიგნით და გარეთ გაწონასწორებულია.
მართალია, მგზავრის მიერ ტექნიკის გამოყენების გამო, ავიაციის ისტორიაში არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნიკის გამოყენება თვითმფრინავში, სანავიგაციო სისტემების მუშაობას გარკვეულ ხარვეზებს უქმნის.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ თვითმფრინავში ჰაერი არ ნიავდება და სავსეა მიკრობებით. სინამდვილეში, თვითმფრინავში ჰაერის ძლიერი ფილტრაცია ხდება და უფრო სუფთაა, ვიდრე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
ღვედი საჰაერო ხომალდში, ისევე როგორც ავტომობილში, ეხმარება მგზავრს შეიკავოს თავი ადგილზე. სხვა შემთხვევაში მოხდება მგზავრის გასროლა ადგილიდან.
იმის გამო, რომ ბევრისთვის რიცხვი 13 უიღბლობასთან ასოცირდება, ბევრ საჰაერო ხომალდში ასეთი რიგი საერთოდ არ არსებობს.
როდესაც თვითმფრინავის კაბინაში წნევა ეცემა, ნიღბები ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში ნორმალური სუნთქვის საშუალებას იძლევა.
რა თქმა უნდა, სასურველი არ არის რომ თვითმფრინავი ელჭექში მოხვდეს და ამის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, მაგრამ მეხი საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას. მთავარი მიზეზი ელჭექის თავიდან აცილებისა, არის ძლიერი ტურბულენტობა.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში მოწევა დიდი ხანია აკრძალულია, საჰაერო ხომალდების საპირფარეშოებში მაინც დამონტაჟებულია საფრფლეები, რათა იმ მგზავრებმა, რომლებიც ცდუნებას ვერ გაუძლებენ და მაინც მოწევენ, უსაფრთხოდ გადააგდონ სიგარეტის ნამწვავები.
ტუალეტი იცლება თვითმფრინავის დაშვების შემდეგ აეროპორტში, სანიტარული ნორმების დაცვით.
ბერმუდის სამკუთხედის ზონაში გაუჩინარებული გემების და საჰაერო ხომალდების შესახებ არსებული არაერთი ლეგენდის მიუხედავად, ამ ზონაში საჰაერო ტრასები მაინც არსებობს და ავიაკომპანიები რეგულარულ ფრენებს ახორციელებენ მისი გავლით.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge