დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა 12.08.2021 20:25

რუსეთში, კამჩატკაზე  ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა და კურილიის ტბაში ჩავარდა. უკვე განისაზღვრა ვერტმფრენის ჩამოვარდნის კონკრეტული ადგილი - სანაპიროდან დაახლოებით 700 მეტრი.

 

ცუდი ამინდი, პილოტის შეცდომა და ხომალდის  გაუმართაობა-ამ ძირითად  ვერსიებზე მუშაობს რუსეთის საგამოძიებო  კომიტეტი.

 

ბორტზე 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათ, მათ შორის 12 წლის ბავშვი. რვა ადამიანი გადარჩა. როგორც ცნობილია, ვერტმფრენის გადარჩენილი მგზავრები პეტროპავლოვსკ-კამჩატკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი ადამიანი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ასევე დაგაინტერესებთ