01.04.2026 15:19
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ ფილიპ ტრიუკესთან და Campus France-ის დირექტორის მოადგილე ბეატრის კაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა არსებული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს, მათ შორის, კვლევითი სტაჟირების პროგრამის გაფართოების მიმართულებით.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ახალგაზრდა მკვლევართა მობილობა, ერთობლივი საგრანტო პროგრამები და ორმხრივი კვლევითი პროექტები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ლიზა ბარიე და Campus France-ის წარმომადგენელი საქართველოში კოორდინატორი ნათია მსხალაძე.
ავტორ(ებ)ი :