ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ მარშანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"CRRC-ს მიერ საქართველოში ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები (გამოკითხულთა 17%-ს ჰგონიათ, რომ ევროკავშირს ჩვენი რუსეთთან ომში ჩაბმა სურს) სამი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. 1. 17% დიდი ციფრია, ე.ი. ზემთაღნშნული ბინძური რუსულ/ქოცური პროპაგანდისტული ნარატივი კარგად მუშაობს; 2. გამოკითხულთა 17% ქართული ელექტორატის ის გონებაჩლუნგი და ხელისუფლებათა მიერ იდეალურად მართვადი კლასტერია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს (10-15%-იან ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად) ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვებაში; 3. დღევანდელი "ჰიბრიდული დემოკრატიის" პირობებში საქართველოს ბედ-იღბალს ქართული ელექტორატის გონებაჩლუნგი ნაწილი განსაზღვრავს," -წერს ზურაბ მარშანია.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge