ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"ფინეთის ნატო-ში გაწევრება შეაფასეს გუშინ პუტლერის მოლაპარაკე თავებმა ლავროვმა და პესკოვმა. ამ უკანასკნელის თქმით, ფინეთის გაწევრება წარმოადგენს ზოგადად საფრთხეს რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ უშუალო საფრთხეს ფინეთიდან არ მოელიან; უბრალოდ, ისინი წუხან, რომ ფინეთმა დაკარგა იდენტობა და განსაკუთრებულობა და გახდა ერთ-ერთი ბევრ სხვა მარიონეტს შორის; თანაც ფინეთმა ნეიტრალიტეტზე უკვე 1995 წელს თქვა უარი, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანდა;
ნატოს შტაბ ბინაში უკვე აღიმართა ფინეთის დროშა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მონაწილეობა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ამ შეხვედრიდან გამოსულმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს ამ ისტორიული დღისთვის!
აშშ-მ 2.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ჰაიმარსის და ნასამსის რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ნაღმმტყორცნები, დიდი ბენზინმზიდები, მდინარეებზე გადასასვლელი ხიდები და კიდევ უამრავი რამ - ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს არის შეტევისთვის განკუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა;
აშშ ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო იმყოფებოდა კიევში. ზელენსკისთან შეხვედრაზე მან მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ფ-16 თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დროულად გადაცემას;
საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი დღეს იწყებენ 3-დღიან ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მათი მთავარი გზავნილები სი ძინფინისთვის იქნება: "ნუ მისცემ პუტინს იარაღს" და "გაიყვანოს პუტლერმა ურდო უკრაინიდან და შეიძლება შენს ხედვაზე ლაპარაკის დაწყება"! ვფიქრობ, ისედაც არ გეგმავს სი პუსთვის ჭურვების და იარაღის მიწოდებას, აი სამშვიდობო გეგმა და ყველა მოლაპარაკება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია, თუ რა მოხდება ბრძოლის ველზე უახლოესი კვირების განმავლობაში;
მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრძოლის ველისკენ არის მიმართული. ურდოს პროპაგანდისტები უკვე ღიად არჩევენ გადაცემებში, თუ სად დაარტყამენ და რით შეტევის პირველ ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები; თხრიან სანგრებს ყირიმში და აწყობენ ე.წ. ურჩხულის კბილებს! არ უშველით! ღიად რასაც ამბობენ უკრაინელები, არის ის, რომ იქნება მასირებული შეტევა ჰაიმარსებით დრონებით და კიდევ სხვა სიურპრიზებით; ველოდებით ნიადაგის გაშრობას და უკრაინის მოიერიშე დანაყოფების სრულად დაკომპლექტებას;
მანამდე კი ფრონტის ხაზზე ისევ ძალიან მძიმე ბრძოლებია ბახმუტის ცენტრში. ჩვენი გმირები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ასრულებენ უდიდეს მისიას: ფიტავენ ბოლომდე ურდოს ყველა შენაერთს. მთელი საარტილერიო მარაგები აქეთ არის გადმოსროლილი. ფაქტობრივად დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში იმიტომ რომ ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს. ვაგნერის ორკებიც თავიდან ბოლომდე აქ არიან გადმოშვებული. მიუხედავად ამისა, ორივე სტრატეგიული ტრასა, ჩრდილოეთით ბოგდანოვკა-ხრომოვოს მხრიდან და სამხრეთით ივანოვსკოეს მხრიდან ჩვენების კოტროლის ქვეშაა. ასევე ჩვენები გამაგრებულები არიან ბახმუტის დასავლეთ ნაწილში! ჩრდილო დასავლეთში აზომის სამრეწველო კომპლექსი აიღო ურდომ და სამხრეთით სტადიონის მიდამოებში მიდის ბრძოლები! ბახმუტში ჩვენი დამცველები უდიდეს, ისტორიულ როლს თამაშობენ დიდი გამარჯვების მოპოვებისთვის! დიდება გმირებს!
ავდეევკა და მარიინკას მიმართულებებზეც შეინიშნებოდა გუშინ გააქტიურება ურდოს მხრიდან, მაგრამ ყველა მათი იერიში მოგერიებულია ჩვენების მიერ!
ზაპოროჟიეს ფრონტის გაყოლებაზე ამოძრავდნენ ურდოს დივერსიული-სადაზვერვო ჯგუფები, მაგრამ რაიმე მასშტაბურ შეტევას ადგილი არ ჰქონია;
ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან მოღალატე გაულიატერებს გაჰყავთ კოლაბორანტები ყირიმის მიმართულებით და გააქვთ ნადავლი;
უკრაინის ხელისუფლება კი აფრთხილებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს, შეძლებისდაგვარად დატოვონ დროებით ეს ტერიტორიები; ყველა ელოდება შეტევას, რომელმაც უნდა შეიტანოს დიდი გარდატეხა ამ ომში ბოროტების წინააღმდეგ!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
ჩვენი კამპანია #ბუკადეილი უკრაინაში გრძელდება! მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!
#ge60bg0000000100945884
#ge13tb7691045063300009
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge