დღე: 15

ღამე: 4

USD 2.7484

EUR 2.8998

"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე" 05.04.2023 12:25

ჩვენი  უბანი,  ისევე  როგორც  სხვა  უბნები,  სავსეა  ახალგაზრდა  ნარკომანებით - სახედაკარგული,  გამათხოვრებული,  დაბოლილი  ახალგაზრდებით,  რომელთაც  არაფრის  ინტერესი  არ  ახატიათ  სახეზე -  წამლის (მარიხუანას)  და  სასმლის  გარდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაჟა შუბითიძე წერს.

 

მისი თქმით, შიდა  და  გარე მტრებმა  უომრად  შეძლეს  იმის  გაკეთება,  რასაც  ომით  ვერ  მიაღწიეს-  წაგვართვეს  ახალგაზრდობის  ნაწილი  სამუდამოდ,  ხოლო  მეორე  დიდი  ნაწილი  კი  უცხოეთში  გააქციეს  საშოვარზე.

 

"შარშანწინ  ჯარში  გამოძახებული  5000  წვევამდელიდან 4500-მა  გირჩის  ეკლესიის  ცნობა  მიიტანა  და  ჯარს  თავი  აარიდა-  ესაა  პირდაპირი  დივერსია  საქართველოს  უშიშროების  მიმართ  და მისი  ავტორები  და  მფარველები (მოსკოვიდან  ჩამოყვანილი  ნაცი  ჯაფარიძე)  დღეს  ციხის  მაგივრად  პარლამენტში  სხედან 5  კაციანი  ჯგუფით  და  აქეთ  გვასწავლიან  ჭკუას.   მარიხუანას  დაკანონებამ  სრული  კატასტროფა  გამოიწვია,  რასაც  მაშინ  მხარი  დაუჭირა  მოსკოვიდან  თათბირის  მერე  დაბრუნებულმა  შინაგან  საქმეთა  მინისტრმა  გახარიამ  და  მისით  ბიუჯეტის  შევსებაც  კი  შემოგვთავაზა  2018  წლის  ოქტომბერში-  გაგანია  საპრეზიდენტო  არჩევნების  დროს(რასაც  საეჭვოდ  დაემთხვა  ბენზინის  არნახული  გაძვირება  და  ლარის  ძლიერ  გაუფასურება,  რამაც  სალომეს  კინაღამ  საპრეზიდენტო  არჩევნები  წააგებინა - გორდონის  ჩამოსვლა  რომ  არა).  პოლიციას  თავისუფლად  შეუძლია  ნარკომანიის  თითქმის  ალაგმვა,  მაგრამ  შიგნით  ბევრი  მოღალატეა,  რომელიც  ნარკობარიგებს  მფარველობს... როცა  ხალხს  ამოდენი  მოღალატე  ჰყავს,  მაკედონელიც  ვერ  უშველის,  ჭეშმარიტად...ჩვენი  პარტნიორების  ლანძღვა-კრიტიკას,  ამ  პრობლემებს  მიხედეთ - თუ  მართლა  გიყვართ  საქართველო!"- წერს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ