პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„გახარიას პარტია აღარ არსებობს. მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა. მისი ნარჩენები რას შეაფარებენ თავს, უმნიშვნელოა. დავით ბაქრაძეც შევარდა 2020 წლის პარლამენტში და რა? ბოლოს როდის ნახეთ?" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ავტორ(ებ)ი :