27.10.2025 11:13
ეს დიდებული აქცია დავაორგანიზეთ პასუხისმგებლიანმა, დემოკრატიულმა პარტიებმა და ძალებმა, რომლებმაც, ერთი მხრივ, უარი ვთქვით რეჟიმთან კოლაბორაციაზე 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებულ ფარსში, მეორე მხრივ კი, გავემიჯნეთ იმ უპასუხისმგებლო, კატასტროფულ ავანტიურას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უსინდისო მინიონების ბანდამ დაატეხა ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ პირობით ვმონაწილეობდით და ვიმონაწილევებთ ნებისმიერ პოლიტიკურ პროექტში - მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან, ავტოკრატიების გარეშე. მიზეზი მარტივია: ავტოკრატია და დემოკრატია ერთმანეთს გამორიცხავს.
ვერცერთი უთავმოყვარეო ავტოკრატი ვეღარ მიიტაცებს ჩვენს დღის წერიგს, ვერც ანკესზე წამოცმული მიშას ფოტოების სავსავით და ვერც იმ რვაკაციანი რაზმით. დავუპირისპირდები საჯაროდ, კამერების წინ ყველა ხბომადიდებელ იდიოტს, რომელიც სააკაშვილის ფოტოებით სხვისი დღის წესრიგის მიტაცებას შეეცდება. და ეს ჩემი და ჩემი პარტიის ჯანში წავა.
გველეშაპს, რომელიც საქართველოს ისტორიული მისიის აღსრულებას წინ ეღობება, რამდენიმე ავტოკრატი თავი აქვს - ყველას სიამოვნებით დავაცლი და ქართველი ხალხი მადლობას მეტყვის ამის გამო. ასე მჯერა და ასე იქნება.
P.S. ანუ, სადაც მაგ უთავმოყვარეო ბელადს შემომტენით, ყველგან თავზე გადაგახევთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ამასთან, ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ „ყველას აქვს უფლება, „ნაცებთან" ერთად გადაიჩეხოს".
„დიდებული სისხლის ფსმა გაუმართავთ ნაცებს. სულ რომ შუაზე გაიხეთ და ყველა პარტია დააბულინგოთ, მაინც ისე იქნება, როგორც ვიძახი - ავტოკრატები ვერ გაეკარებით იმ პროცესს, სადაც „ფედერალისტებს" პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული.
იმისთვის არ ვაგროვეთ რეპუტაცია შინ და გარეთ, რომ უპასუხისმგებლო ავანტიურისტებს გავაფლანგინოთ. არ ავიღებთ უბრალოდ პასუხისმგებლობას არაფერზე, სადაც ეგ 4-ოქტომბრელი ყუმბარიანი მაიმუნები გაერევიან.
შემდეგი პროექტიც მალე დაგეწევათ. არც იქ იქნებიან „სუს-ის სპეცოპერაციის" (მათივე აღიარებით) შემოქმედები. ცხადია, ყველას აქვს უფლება, „ნაცებთან" ერთად გადაიჩეხოს, უბრალოდ, ჩვენ იქ არ ვიქნებით", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ავტორ(ებ)ი :