ელენე ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები-გიორგი გამსახურდია 08.11.2025 17:06

ელენე (ლიაკა) ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები. რუსეთში, საიდანაც ეს და მისი ოჯახი, რუსულ რუბლებს იღებენ, არის ეგეთი გამოთქმა - Потомственные агенты, ზუსტად მაგ კლასტერის წარმომადგენლები არიან და უფასებენ კიდევაც ამ ხალხს, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

მისივე თქმით, „ზუსტად მისი ასლია, ვინმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანერგილ თავის ცოლთან ერთად, უცხო ქვეყნის ძალების სასარგებლოდ, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ".

„ელენე (ლიაკა) ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები. რუსეთში, საიდანაც ეს და მისი ოჯახი, რუსულ რუბლებს იღებენ, არის ეგეთი გამოთქმა - Потомственные агенты, ზუსტად მაგ კლასტერის წარმომადგენლები არიან და უფასებენ კიდევაც ამ ხალხს. მამამისი გოგი, ჯერ კანონიერ ხელისუფლებას ამხობდა, მერე კიდევ თავისი შვილი გაუგზავნა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოსამზადებლად. მერე ჩამოვიდა ლიაკა და ჯაშუშური სულისკვეთებით, მიჰყო ხელი, რუსების მოთრეულ მიშასთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევას. ზუსტად მისი ასლია, ვინმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანერგილ თავის ცოლთან ერთად, უცხო ქვეყნის ძალების სასარგებლოდ, ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ. მათი ოპერატიული საყრდენები კიდევ, სახელმწიფო სტრუქტურებში, გვახლდნენ ე.წ. კარიერული დიპლომატები, რომლებმაც ჯერ ინფორმაციები გაიტანეს და შემდეგ კიდევ, ხელმოწერებით დაუდასტურეს ერთგულება დამკვეთებს", - წერს გიორგი გამსახურდია.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ