19.12.2025 19:33
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც, ცხადია, გვახარებს, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე ზურა გირჩი ჯაფარიძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძისგან ისიც გახდა ცნობილი, რომ ციხეში ყველაზე დიდი სირთულე სექსის ნაკლებობა ყოფილა, რამაც ავტორს ირონიული სიხარული მოჰგვარა, როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებულს, სადაც სექსი საერთოდ არ იყო.
„ჩვენო ყოვლად უჭეშმარიტესო ტელევიზიის რედაქციავ! დღევანდელ საინფორმაციო გამოშვებაში თქვენმა ჟურნალისტმა პატიმრობიდან ახლადგანთავისუფლებულს ჰკითხა - „ფაქტობრივად, გამოგაგდეს ხომ ციხიდანო?!“.
პატიმარმაც დაუდასტურა, ჩექ აუთი“ თერმეტის ნახევრამდე მქონდა, ციხის ადმინისტრაციამ კი ორი საათით ადრე დამაცლევინა საკანი და ქუჩაში გამომაგდოო.
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს.
გავიგეთ ისიც, რომ ციხეში ყველაზე დიდი სირთულე სექსის ნაკლებობა ყოფილა, რამაც ასევე ძალიან გაგვახარა, განსაკუთრებით კი ის თაობა, რომელიც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, სექსი საერთოდ არ იყო.
დღეს ვხედავთ, რომ ამ მიმართულებითაც წინ წავსულვართ - სექსი გვაქვს, მაგრამ ამჯერად მისი ნაკლებობა აწუხებს.
სამწუხაროდ, ჟურნალისტმა, დროის სიმცირის გამო, ვერ მოასწრო, ჩაღრმავებოდა, სექსის ნაკლებობის ფუნდამენტურ მიზეზებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პატიმარს არ სურდა ციხის დატოვება, სექსის ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს არა იმდენად ციხე, რამდენადაც გლობალური დათბობა ან არასტაბილური ვითარება მსოფლიოში.
თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და რათა საკითხში ამომწურავად გავერკვეთ, იქნებ შემდეგ რეპორტაჟებში მოგვაწოდოთ დაზუსტებული რიცხვები და გრაფიკები, თუ როგორ აისახება „სექსის ნაკლებობა“ ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და კვარტალურ ჭრილში და რამდენად შეესაბამება ეს მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებს?!
დაბოლოს. გთხოვთ, ერთ კითხვაზეც გვიპასუხოთ - თქვენი ჟურნალისტები პენიტენციალური სისტემის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ, თუ საახალწლოდ რაიმე ახალ იუმორისტულ შოუს დგამენ?
თქვენი ერთგული მაყურებელი“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ავტორ(ებ)ი :