"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი 20.12.2025 11:07

"დოროთენიზმისა" და აკაცუკების ურთიერთსიყვარულისა არ იყოს, სიმონ მოგვიც ძალიან პოპულარული გახდა მაშინ სწორედ იმდროინდელი "პეროვნება"-ელიტებისთვის და ქრისტიანობის ოპონენტებისთვის"-წერს სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი.

"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს. ღმერთმა დამიფაროს მისი მოუნანიებელი ცოდვილი ბუნების ადვოკატირებისაგან, მაგრამ სუფთა ადამიანურად მინდა მიუხვდე იმას, რასაც ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში უკვე ჰქონდა ადგილი და ამის "პირველ პიონერად" - სიმონ მოგვი მოგვევლინა.

"დოროთენიზმისა" და აკაცუკების ურთიერთსიყვარულისა არ იყოს, სიმონ მოგვიც ძალიან პოპულარული გახდა მაშინ სწორედ იმდროინდელი "პეროვნება"-ელიტებისთვის და ქრისტიანობის ოპონენტებისთვის. თუ კი მაცხოვრის მოწაფეები ქადაგებდნენ ასკეზას, ჯვარს, ზნეობრივ დისციპლინას, სინანულს, ლოცვას, მარხვას - სიმონ მოგვი, "დოროთენიზმისა" არ იყოს, ამ ყველაფერს აუცილებლად არ მიიჩნევდა და ქადაგებდა იმდროინდელი ელიტარული "მორწმუნე" აკაცუკებისთვის უფრო მისაღებ ფორმულას: "შეინარჩუნეთ თქვენი ცხოვრების ჩვეული წესი - და მაინც გადარჩებით!".

სიმონ მოგვის სწავლება ქრისტეს "პრიმიტიულ" პოსტულატებს უპირისპირებდა პლატონიზმზე, სტოიციზმზე, აღმოსავლურ ასტროლოგიაზე დაფუძნებულ ეკლეკტიკურ ფილოსოფიას - რაც "რჩეული ელიტების" დონე იყო, და არა იმდროინდელი "გაუნათლებელი ქოცების" ხვედრი. სიმონ მოგვის "მოძღვრება" აძლევდა მოწაფეებს "გადარჩენის" იმედს - მონანიების გარეშე და "ინტელექტუალურად" პრესტიჟულ სწავლებას წარმოადგენდა. სადაც სამოციქულო მოღვაწეობა - ჭეშმარიტებას ქადაგებდა, სიმონიანელები - მას "კომფორტს" უპირისპირებდნენ.
საინტერესოდ დაასრულა თავისი ცხოვრებისეული გზა სიმონ მოგვმა. ის ჩაბრძანდა იმდროინდელი აკაცუკების "ბრიუსელში" (ანუ რომში) და საჯაროდ გამოიწვია პაექრობაში მოციქული პეტრე, რომელიც მისთვის იმდროინდელ "რუს ეგზარქოსს" განასახიერებდა. მეო, დაგიმტკიცებო შენ ჩემს "ღვთაებრივ მესიანობასო" და "ჰაერში ავმაღლდებიო", თუმცა ამ ინსცენირებული პერფორმანსის დროს "რაღაც" ისე არ წარიმართა, ის მიწაზე დაენარცხა და მიღებული ტრავმების შედეგად - მოკვდა.

სიმონს დარჩა რა თქმა უნდა მოწაფეები, ზოგიერთის სახელი ისტორიამ შეგვინარჩუნა კიდეც (მენანდრი, სატურნინი, ბასილიდი). ჰყავს მოწაფეები "დოროთენიზმსაც" - მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს: მათ მოძღვარს მართლა შეჰპირდა "ვიღაცა" მომავალი პატრიარქის, ხოლო მოწაფეებს - ეპისკოპოსების ტიტულები? ადრე ამაზე ნაკლებად შეპყრობილებს იფარებდა თავის მზრუნველ კალთაში დიდი ავლიპი-პაპა. ამათ გადარჩენის იმედი საიდან უნდა ჰქონდეთ - მართლა არ ვიცი...-წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ