რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა 20.12.2025 13:07

"რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?


1977 წელს 8 წლის ასაკში პირველად გადავკვეთე სსრკ საზღვარი. ალბათ ბევრი არაფერი გამეგებოდა,უბრალოდ მატარებელი საზღვარზე დიდხანს გააჩერეს, ევროპაში ლიანდაგები სხვა ზომის იყო და შესაბამისად 2 საათი გვიწევდა შეყოვნება.


ბებია,რომელიც მაშინ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა იყო,ძალიან ნერვიულობდა.


ნახევარი წელი საბუთების კეთება, შემდეგ კაგებეში გასაუბრება, მერე ვალუტის დახურდავება და კიდე პატარა გოგონა,რომელსაც გინდა სხვა, უფრო მაგარი მსოფლიო აჩვენო.


ბებია სოჭიდან იყო წარმოშობით,ზაფხულობით ლუდმიკა გურჩენკო და ოლეგ პოპოვი სტუმრობდნენ, შესაბამისად მეგობრებმა მარტივად მოუგვარეს საბუთები.


იმის გამო,რომ მე ძალიან პატარა ასაკში დავიწყე 3-3 თვე ევროპაში ცხოვრება, შესაბამისად დეფიციტური ჯინსი,ბოტასი და ჭრელა-ჭრულა რაღაცეები სულ მქონდა, მაინცა და მაინც ვერ ვგრძნობდი, რომ საბჭოეთი "ძალიან ყარს" და "იძირება".


შემდეგ ცხადია უკვე უფროსკლასელს არაერთი დაპირისპირება მქონდა პირველი ექსპერიმენტულის დირექციასთან. ან ისინი რას ერჩოდნენ ჯვრებს, ან მე ალისფერ ყელსახვევს?
გამოხდა ხანი.


ახლა უკვე დედამ აიღო ესტაფეტა და ევროპას აშშ დაემატა მთელი თავისი სიდიადით, რომელიც მე რატომღაც არ მხიბლავდა და მხოლოდ ორი ვიზიტით შემოვიფარგლე.
არვიცი 80 -იანების ევროპამ,ასტრიდ ლინდგრენის შედევრმა "ჩვენ ყველა ბიულერბიუდან ვართ", თუ ბებიის განუსაზღვრელმა სამეგობრომ ძველი ევროპის ყველა კუთხე კუნჭულში განაპირობა ჩემი უპირობო პროევროპელობა....
ხო, ასტრიდი დღესაც ჩემი საყვარელი მწერალია,ალბათ იმიტომ,რომ ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მერე გუგლში მისმა სახლმა დამაინტერესა და აღმოჩნდა,რომ ჩემი სახლის იდენტურია,  მოცუცქნული,მყუდრო,ბუხრით და ეზოში ყვავილებით, თუ პირიქით..


მოკლედ, ან რა არსებითი მნიშვნელობა აქვს...


მერე იყო სტუდენტობა, ისევ ევროპა დაოჯახების დრო და ჩემი ოჯახის ნახევარი საზღვარს იქით აღმოჩნდა...


დები შვეიცარიაში, თალესი ჯერ აშშ-ში, ნასაში, მერე დედასთან და ძმასთან ერთად ბერლინის სამხედრო ბაზაზე, სანდროც პრაქტიკულად გერმანიაში გავზარდე...
ხოდა რას მოვაყოლე ეს ამხელა დილის საარი...


ზოგმა,რომ ახლა, ლოუქოსთერების გამოისობით და "ოცნების" მთავრობის "გაჩალიჩებული" უვიზო რეჟიმით აღმოაჩინეთ ფოჩიანი კანფეტები, პაწა მიყენდით.
სამშობლო არ იცვლება პასპორტში შტამზე, არც ვიზაზე, არც ვალუტაზე,რომელსაც ასე ძაან "ყვარობთ".


ბრიუსელში გაჭყლეტილი კარტოფილის და ევროპული სოფლებიდან ქალაქში გაფრქვეული ფეკალიების არომატს ებარებოდეთ...


P.S.ხო, კიდე "ლь" გაისწორეთ და კალოში გაიპრიალეთ, სანამ საახალწლოდ,ბრწყინვალედ მორთულ თბილისში "იდისონანსებთ და ირეზონანსებთ"...
დილა მშვიდობისა ერო! -წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ