ვიცით ყველაფერი და ცოტა ღირსეულად მოიქეცით, ნურც ეკლესიას აზიანებთ და ნურც მტერს ახარებთ, როგორ გგონიათ, ამ სამარცხვინო ქცევებს გარედან ვერ ხედავენ?-სოსო მანჯავიძე 08.05.2026 01:49

"მოკლედ, ვუყურებ ამ საოცარ გამოსვლებს პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით და გაოგნებული ვარ. ზოგიერთი იერარქი, მგონი, საერთოდ ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია.


თან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს უთქმელობა, რომელიც ეკლესიური ადამიანების მხრიდან ეკლესიის პატივისცემის და მტრის არგახარების სურვილიდან გამომდინარეობს, მათ უჩენს ილუზიას, რომ არავინ იცის მათი საგმირო საქმეების შესახებ.


ვიცით ყველაფერი და ცოტა ღირსეულად მოიქეცით, ნურც ეკლესიას აზიანებთ და ნურც მტერს ახარებთ, როგორ გგონიათ, ამ სამარცხვინო ქცევებს გარედან ვერ ხედავენ? თქვენ ხომ ერის ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები უნდა იყოთ, მაგალითი დანარჩენებისთვის და რა შთაბეჭდილება რჩებათ ქართველ ხალხზე?


რა შთაბეჭდილება ექნებათ, როცა შვიდმა იერარქმა, სამგზის ნასამართლევ მიშისტს მისცა ხმა? რა დიპლომის მოპარვა, რომელმა ჭინკამ ჩაგჩურჩულათ ეს კომიკური სიუჟეტი?


ე,წ, მეუფე ზენონზე აღარაფერს ვიტყვი-ინგა გრიგოლიას ებარებოდეს, თავისი გასაჭირი ეყოფა თან, სჯობს გაერიდოს, საბრალო ადამიანია. ახლა იტყვიან, იქ როგორ მოხვდნენო, გასაგები კონტექსტით.


მოხვდნენ და აღარ უნდა იყვნენ. 


ძალიან დიდი ზიანი მოაქვთ და აღარ უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება, მათთვისაც უკეთესია და ქვეყნისთვისაც"- წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ