თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს 13.01.2022 15:18

თიბისიმ სტარტაპერებისთვის ახალი ნაკრები შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საბანკო მომსახურება მხოლოდ ერთი საკომისიოს ნაცვლად მიიღონ. სტარტაპ ნაკრების ღირებულება თვეში 5 ლარია და მასში შედის:

 

·         მიმდინარე ანგარიში

·         VISA ბარათი (რომელიც მიბმულია ლარის მიმდინარე ანგარიშზე)

·         ამ ბარათის ბანკომატიდან დღიური გატანის ლიმიტი შეადგენს 20,000 ლარს

·         უფასო ინტერნეტბანკი და მობაილბანკი

·         დიჯიპას აპლიკაცია უფასოდ

·         უფასო SMS სერვისი

·         5 კომუნალური გადახდა უფასოდ

 

სტარტაპ ნაკრების VISA ბარათის გამოყენებით მომავალი სამი თვის განმავლობაში შესაძლებელია Facebook-ის რეკლამაზე 10 %-იანი ქეშბექის მიღება. რეკლამაზე დახარჯული ჯამური თანხის 10 % ჩაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლოს ამავე ბარათზე. ქეშბექის მაქსიმალური ლიმიტია 100$-ის ექვივალენტი.

 

ნაკრების გამოწერის შემთხვევაში სტარტაპერებს დამატებით  შეუძლიათ ისარგებლონ სამ თვიანი შეღავათით პოს ტერმინალისა და თიბისი ელ-კომერციის  ყოველთვიურ (შევსებად) საკომისიო გადასახადზე. ტერმინალით შეძლებენ მიიღონ ბარათით გადახდები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებლისთვის გადახდის გამოცდილებას. ხოლო საიტზე ელ-კომერციის მარტივად ინტეგრაციით, მომხმარებელს შესთავაზებთ ონლაინ შოპინგისას გადაიხადოს მისთვის სასურველი მეთოდით: ბარათით, მობაილ ბანკით, ქიუარით, Apple Pay-თ, ერთგული ქულებით, ონლაინ განვადებით.

 

თუ დაინტერესდი, ნაკრები შეგიძლია გამოიწერო აქედან: https://bit.ly/Startup-pack

 

სტარტაპ ნაკრები მთლიანად მორგებულია დამწყები ბიზნესების საჭიროებებზე.  მისი გამოყენება სტარტაპერებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ცხოვრებას და დროს დაუზოგავს. ეს არის საბანკო სერვისების ნაკრები, რომელშიც ბიზნესი იხდის მხოლოდ 5 ლარს და სარგებლობს ყველა იმ საბანკო სერვისით და პროდუქტით, რომელთა დამოუკიდებლად შეძენა  გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.

 

„გვინდოდა ისეთი მომსახურება შეგვეთავაზებინა სტარტაპერებისათვის, რაც მათ რეალურად სჭირდებათ და რასაც ნამდვილად გამოიყენებენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთი წლის წინ თიბისიმ ბარათების გამოწერის სერვისი პირველად შესთავაზა საზოგადოებას და ის მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამიტომ ვიფიქრეთ, რატომ არ უნდა არსებობდეს ასეთივე ნაკრები დამწყები ბიზნესებისთვის, რომელში ისეთი საბანკო მომსახურებები შევა, რაც მათ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს,“ - სოფო კახიძე, ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.

 

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას. 

 

R

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ