თიბისის ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება ფასდაკლებითაა შესაძლებელი 13.05.2022 13:20

თიბისის ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხით სარგებლობა 5%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

 

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა მობაილბანკით ან tbccredit.ge-ს საშუალებით, თიბისის ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

 

სესხის აღება  თიბისის ციფრულ არხებში ძალიან მარტივია. ამისათვის, მომხმარებელმა  სესხით სარგებლობის ხანგრძლივობა უნდა მონიშნოს, აირჩიოს საქმიანობის სფერო და დაამატოს  შემოსავალი. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ფილიალში ვიზიტის გარეშე, მარტივად გაიაროს ყველა ის პროცედურა, რაც სესხის დამტკიცებას სჭირდება: დაინგარიშოს ყოველთვიური შემოსავალი მოთხოვნილი თანხის და სესხის ხანგრძლივობის მიხედვით, დეტალურად გაეცნოს სესხით სარგებლობის პირობებს და ონლაინ დაადასტუროს ხელშეკრულება.  მომხმარებელს თანხა მის მიერ მითითებულ ანაგირშზე ჩაერიცხება.

 

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც  ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს.

 

დეტალური  ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://link.tbc.ge/Press5off

 

R

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ