„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა''- მარიამ ქვრივიშვილი 22.10.2025 21:17

ზუსტად ვიცით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მინისტრთა კაბინეტში განაწილებული გვაქვს ფუნქციები, – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა   აბრეშუმის გზის ფორუმზე,  პანელურ სესიაზე „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ საქართველოს ექნება სტაბილური, მდგრადი, მრავალფეროვანი ეკონომიკა. გარანტიას ვიძლევით სამართლიანობაზე –  ყველას, ვინც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში, ვინც ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში, არ გავუცრუებთ იმედებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მისივე განცხადებით, პოზიციონირება მოხდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით, რომ ქვეყანა ნამდვილ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ