22.10.2025 21:46
„აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ სესიაზე „საქართველო - ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი" Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარემ ებუბეკირ ტივნიკლიმ საქართველოს საინვესტიციო გარემო შეაფასა და შექმნილ პერსპექტივებზე ისაუბრა.
„მე გულწრფელად მჯერა, რომ ეს ფორუმი ახალ პერსპექტივებს შექმნის თითოეული ჩვენგანისთვის. თურქეთს და საქართველოს გვაქვს ძლიერი კულტურული კავშირები. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის სამართლებრივ ჩარჩოს, კანონმდებლობას, რაც აიოლებს ინვესტიციების განხორციელებას. ჩვენ საქართველოში დავიწყეთ ჰიდროელექტროსადგურებით და გადავედით მზის ენერგიის გენერირების სფეროში. ჩვენ ვენდობით საქართველოს. ძალიან კარგია, რომ განახლებადი ენერგიის კუთხით მუშაობს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ გაცილებით მედეგი გახდეს საქართველოს ეკონომიკა", - აღნიშნა Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ინვესტორები უყურებენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას, ხოლო ის გარანტიები, რომელსაც საქართველოს მთავრობა იძლევა, ხელს უწყობს კავშირების მეტად გაღრმავებას.