17.11.2025 14:12
ოპონენტები არაბულ ინვესტიციას იმიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იგლ ჰილსის" პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.
„აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო. მის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და არც მანამდე მახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს - იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :