საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი-ვენეცია-ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ათამაშებს 23.12.2025 17:37

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი – ვენეცია – ქუთაისის მიმართულებით ორ ავიაბილეთს ათამაშებს. გათამაშება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე Kutaisi_airport მიმდინარეობს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელს გამოწერილი ჰქონდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი.

გათამაშების პირობების მიხედვით, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ინსტაგრამ გვერდზე Kutaisi_airport, დაიდება კითხვა. პოსტზე პირველი სწორი პასუხის ავტორი, მონიშნულ მეგობართან ერთად, 2026 წელს ვენეციაში სამოგზაუროდ გაემგზავრება. გამარჯვებული ქუთაისი – ვენეცია – ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ღია თარიღით მიიღებს. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის ახალი მიმართულება 2 დეკემბრიდან დაემატა. პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ სრულდება. ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ