2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა -საქსტატი 23.01.2026 13:18

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 1.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 2.1 პროცენტიანი მატება კერძო სახლების სეგმენტში.

2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5 პროცენტით.

რაც შეეხება 1მ2 ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია, სადაც 1მ2 ბინის ღირებულებამ 6 738 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1მ2 ბინის ფასი 5 874 ლარია. ჩუღურეთში - 4 353 ლარი; საბურთალოზე - 4 313 ლარი; კრწანისი - 4 181 ლარი; დიდუბე - 4 054 ლარი; ნაძალადევი - 3 978 ლარი; ისანი - 3 854 ლარი; გლდანი - 3 731 ლარი; სამგორი - 3 549ლარი.

კერძო სახლების სეგმენტში კი 1მ2 ფასი მთაწმინდაზე 4 594 ლარია. ვაკე - 4 311 ლარი; საბურთალო - 3 504 ლარი; დიდუბე - 3 369 ლარი; სამგორი - 3 121 ლარი; ისანი - 3 110 ლარი; ჩუღურეთი - 3 088 ლარი; გლდანი - 2 985 ლარი; კრწანისი - 2 830 ლარი; ნაძალადავი - 2 660 ლარი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ