სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას -მარიამ ქვრივიშვილი 23.01.2026 16:14

დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა მიესალმება ასეთ ინიციატივებს.

 

„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს.

კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება და შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების ძალიან დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ