26.02.2026 21:27
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგის განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყანა გახდება ახალი გლობალური ბალანსის მესამე დასაყრდენი, აშშ-სა და ჩინეთთან ერთად.
სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველი ირყევა. ანალოგიური განცხადებები მანამდე გააკეთეს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ძლიერი ევროკავშირის გარეშე, არ შეიძლება, იყოს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო პოლონეთი. ან ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას, ან უფრო დიდი ქვეყნები გვშთანთქავენ", - განაცხადა სიკორისკიმ.
მისივე თქმით, მოსკოვში ნებისმიერი ანტიევროპული ისტერია ახარებთ.
ავტორ(ებ)ი :