,,მაღაზიებთან, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებსა თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობა არსებობს ''- წილოსანი 30.03.2026 18:49

მაღაზიებთან, ქსელურ მარკეტებთან, დისტრიბუტორებსა თუ სასურსათო პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ დიდია შესაძლებლობა, პროდუქტები გაიაფდეს. თუმცა, ამ მომენტამდე ჩვენ ვსაუბრობთ მათ კეთილ ნებაზე, რომ ფასების კლება იყოს გამოწვეული მათი მოგების შემცირების ხარჯზე და ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული მონახაზი, თუ რა რეგულაციებით შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.„

 

მინდა გავაჟღერო არაერთხელ დასმული კითხვა, რომ ფასების კომისიის მუშაობის პროცესში რატომ არ გაიაფდა პროდუქტებსა თუ მედიკამენტებზე ფასები.

მინდა ავხსნა, რომ ეს ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო მყისიერი შედეგის მომტანი. ჩვენ აქ არც ვინმეს დასაშინებლად ვართ და არც არასწორი მექანიზმებით არ ვოპერირებთ. პარლამენტის კომისია გულისხმობს, რომ საჯაროდ იყოს განხილული ამ პრობლემის ყველა მდგენელი, საზოგადოება საქმის კურსში იყოს, სად არის ის რესურსი, რომელსაც სახელმწიფო აუცილებლად გამოიყენებს, რომ ეს საკითხი დაარეგულიროს.სურსათის ფასების შემთხვევაში მე ვემხრობი, რომ ის რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით მოქმედებს, იყოს დაცული ხელშეკრულების ორმხრივად სამართლიანი პირობებით", - აღნიშნა წილოსანმა . 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ