08.04.2026 14:56
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა.
„ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრამდე მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია.
9%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი დიდ ბრიტანეთში (86 ათას ლიტრი), ღვინის ექსპორტის 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (831 ათასამდე ლიტრი)", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :