01.05.2026 17:50
2026 წლის პირველ კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექვსი მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი გადაიტვირთა. ამის შესახებ აღნიშნულია „ბრითიშ პეტროლეუმის" ანგარიშში, რომელიც აზერბაიჯანში საქმიანობის 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგებს ეხება.
გავრცელებული ცნობით, მილსადენით გადატვირთული ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალში 65 ტანკერზე ჩაიტვირთა და ბაზრებზე გავიდა.
ამჟამად მილსადენით ძირითადად აზერბაიჯანიდან აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) ნავთობისა და შაჰ-დენიზის კონდენსატის გადატანა ხორციელდება. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მეშვეობით ტრანსპორტირდება კასპიის ზღვის სხვა რეგიონული ნედლი ნავთობი და კონდენსატი (ყაზახეთი, თურქმენეთი, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული სხვა მოცულობები).
ავტორ(ებ)ი :