ირაკლი კობახიძე - ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს 05.05.2026 12:43

ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება, ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ანაკლიის ახალ ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მუშაობა ყველა მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.

„გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ