29.05.2026 12:47
საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ტრანზიტით რუსეთიდან სომხეთში 280 ტონა ხორბალი და 277 ტონა სასუქი გაიგზავნა.
დღეს ბილაჯარის სადგურიდან ბოიუკ კესიკის მიმართულებით გაიგზავნა ოთხი ვაგონი ხორბალი, რომლის წონა 280 ტონაა და ოთხი ვაგონი სასუქი, რომლის წონა 277 ტონაა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტრანზიტით 28 000 ტონაზე მეტი მარცვლეული, 4 000 ტონაზე მეტი სასუქი, 133 ტონა ალუმინი და 68 ტონა წიწიბურა გაიგზავნა.
ტრანზიტის გარდა, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტებიც გადის ექსპორტზე. ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში 10 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი, 979 ტონა AI-92 ბენზინი და 2 955 ტონა AI-95 ბენზინი იქნა ექსპორტირებული.
ავტორ(ებ)ი :