ირაკლი კობახიძე - ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის და სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით 10.06.2026 15:44

ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის, სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ადის პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.

 

„სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება პირდაპირ არის დაკავშირებული სავაჭრო-ეკონოიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან, ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი როლი და ამ ყველაფერში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე წარმოგიდგინეთ მონაცემები, რომლებიც ასახავს გასული რამდენიმე წლის დინამიკას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები. ხაზს გავუსვამ განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. კონკრეტული პროცესები უკვე დაწყებულია, ძალიან აქტიურად თანაშრომლობენ განათლების სამინისტროები ერთმანეთთან. ახალი შეთანხმების გაფორმება დამატებით შეუწყობს ხელს ამ სფეროშიც ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ