მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილა 11.06.2026 20:01

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრ ბაკიტ სიდიკოვს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი და მათი შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების განმტკიცება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის ახალი მიმართულებების გამოვლენას.

 

საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და პერსპექტივები იყო მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ ფართო შესაძლებლობები არსებობს არაერთი სექტორული მიმართულებით.

 

მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

 

ქართულმა მხარემ მზადყოფნა და დაინტერესება გამოხატა, გაზარდოს ყირგიზეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ