ირაკლი კობახიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება, მოლაპარაკებების შედეგად დავინახეთ ოპტიმიზაციის დიდი რესურსი, კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად, ქვეყანას დავუზოგეთ 52.5 მილიონი დოლარი 26.06.2026 14:05

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე.

 

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ