„დღეს ჩვენ გვჭირდება სამშენებლო სექტორის გადარჩენაც და მთელ რიგ სამშენებლო პროდუქციაზე იმპორტდამოკიდებულების შემცირებაც - ეს დარგი ასაქმებს 120 ათასზე მეტ ადამიანს“ 29.05.2020 20:37

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

გუშინდელმა საპარლამენტო დაბატებზე ოპოზიციის არაადექვატურმა გამოსვლებმა და დღეს დეველოპერული სექტორისათვის ახალი სამთავრობო სტიმულირების გეგმის შეფასებებმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, არა უბრალოდ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ოპონირების დაბალი დონე, არამედ აზროვნების იდეოლოგიზირებული ჩიხიც. ქართული ოპოზიცია და ექსპერტთა არც თუ მცირე ნაწილი, ჩარჩენილია 2000 წლების ნეო- ლიბერალურ ნარატივში და დღესაც ის დრო ჰგონია რატომღაც. ამის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც მუდმივი ხაზგასმა, დაბალი გადასახადები რომ ინვესტიციების ზრდის პირდაპირ პროპორციულია. არადა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ბოლო ათწლეულში 2016 წელს გვქონდა 11.7 %, როდესაც ასევე ყველაზე მაღალი იყო ამ ინდიკატორის მსოფლიო დონე-3.5 %. დღეისათვის მსოფლიო ინდიკატორი შემცირებულია 1.5 % მდე, ისევე როგორც ჩვენთან არის შემცირებული 7 %-მდე. შესაბამისად, ინვესტიციების შემოდინებაც დიდწილად სწორედ ინვესტიციების საერთაშორისო ზრდის ან შემცირების ციკლზეა დამოკიდებული და ნაკლებად საგადასახადო ტვირთზე!

 

იგივე უნდა ითქვას სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკაზე. სხვას რას უნდა მივაწეროთ განცხადებები თითქოსდა იპოთეკურ სესხებზე სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება იყოს მიუღებელი, რადგან ის საერთო ჯიბიდან ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ისე ცნობისათვის ვიტყვი, რომ გაქანებულ ნეო ლიბერალიზმშიც კი წამყვანი ევროპული ქვეყნების მთელი რიგი დარგები და პირველ რიგში სოფლის მეურნეობა სწორედ სახელმწიფო სუბსიდირებით განვითარდა და ყველაზე ავტარკიულ მიმართულებადაც მიიჩნეოდა! მე ნამდვილად არ ვარ სუბსიდირების ღია პროპაგანდისტი, მაგრამ გლობალურ კრიზისების დროს, საბაზრო მექანიზმები უბრალოდ არ მუშაობს და სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ზარალი გაცილებით დიდი, ხოლო ეკონომიკის რეცესია გრძელვადიანი იქნება. 

 

სამშენებლო სექტორი არის მშპ-ის ფორმირებაში ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი, რომელიც ასაქმებს რა 120 ათასზე მეტ ადამიანს, ბევრ მომიჯნავე დარგებსაც კვებავს. დღეს ჩვენ გვჭირდება სამშენებლო სექტორის გადარჩენაც და მთელ რიგ სამშენებლო პროდუქციაზე იმპორტდამოკიდებულების შემცირებაც. სამშენებლო სექტორის ჩავარდნა, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებასთან ერთად, ეკონომიკაზეც ნეგატიურად აისახება, რაც გახდება რა რეცესიული პროცესების თავისებური ინსპირატორი, უმუშევრობას სხვა მიმართულებითაც გაზრდის. კრიზისების დროს ამ სახის სუბსიდირების პოლიტიკა გამართლებულია, რადგან შიდა მოთხოვნის სტიმულირებას ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საკუთარი საბიუჯეტო შენატანებით ამ სექტორების სუბსიდირებით, ჩვენ მომავალ უმუშევრობასაც ვაზღვევთ!

 

მართალია, ნეო ლიბერალური დოქტრინებისათვის სოლოდარობა ნაკლებად დამახასიათებელია, მაგრამ ევროპის განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის ისტორია, თავისუფლებასთან ერთად სოლიდარობაზე იდგა ყოველთვის!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ