„ეკონომიკის განვითარებას კონფერენციები კი არა, ქმედება ჭირდება“ - ექსპერტი 16.09.2020 14:15

„საქართველო მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის  უდიდეს  წარმომადგენლობას მასპინძლობს, რაც, ძალიან საინტერესოა“, - ასე შეაფასა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ტურიზმის ექსპერტმა, ვატო ასათაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ფაქტი.  ექსპერტის თქმით, ამით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდება, თუმცა, სხვა კონკრეტული შედეგი კონფერენციას ნამდვილად ვერ ექნება:

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, არც ტურისტული სეზონი გვაქვს და  არც სამომავლო პროგნოზი, მნიშვნელოვანს  არაფერს უნდა  ველოდეთ.  აღნიშნული  კონფერენცია, ცალსახად, ტურისტებს ვერ მოიზიდავს და ვერც ეკონომიკური კუთხით მოგვცემს შედეგს“, - აცხადებს იგი.

 

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივებში, ის ზემოთხსენებულ  საკითხს  იმედიანად უყურებს:

 

„გრძელვადიან პერსპექტივაში, მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ  საქართველომ  მუშაობა დაიწყოს  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციებთან და  ჩვენი ქვეყანა გახდეს რეგიონული ჰაბი. ასევე,  შეიქმნას ტურიზმის საექსპერტო ჯგუფები და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არსებული კვლევითი ცენტრები, რაც, საბოლოოდ,  ქვეყანას სტრატეგიულად სწორად განავითარებს“, - აცხადებს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
თბილისი რიგით მეხუთე, საიუბილეო აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

22 - 23 ოქტომბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს. წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონსმიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები. ფორუმს წელს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" უკვე დამკვიდრდა როგორც მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმა როგორც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისთვის, ისე სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისთვის. ფორუმი ასევე მნიშვნელოვანი სადისკუსიო პლატფორმაა, სადაც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის: „შუა დერეფნის" მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. „აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარი თემა და სლოგანი წელს იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability. წელს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სადისკუსიო სესიებსა და პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი მედიების ცნობილი, საერთაშორისოდ აღიარებული წარმომადგენლები. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია: ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. 22 ოქტომბერსვე ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, 22-23 ოქტომბერს ფორუმის მონაწილე სხვადასხვა დარგის კომპანიების წარმომადგენლები ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს გამართავენ. ფორუმში მონაწილეობის მსურველთათვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია: https://www.tbilisisrf.gov.ge/

 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ