პოპვარსკვლავი რიანა მილიარდერი გახდა 06.08.2021 20:07

 გამოცემა Forbes-ის მიხედვით, მილიარდერთა სიას პოპვარსკვლავი რიანაც შეუერთდა. რიანას ქონების ღირებულება $1,7 მილიარდს შეადგენს და ის მსოფლიოში უმდიდრესი მომღერალი ქალია, შოუბიზნესში სიმდიდრით კი ქალებს შორის მხოლოდ ოპრა უინფრის ჩამორჩება.

 

მიუხედავად იმისა, რომ რიანა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მუსიკოსია, მისი ქონების უდიდესი ნაწილი ($1,4 მილიარდი) მომღერლის კოსმეტიკური ბრენდის — Fenty Beauty-ის დამსახურებაა. რიანა კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია. დამატებით, $270 მილიონადაა შეფასებული რიანას თეთრეულის ბრენდი Savage x Fenty.

 

 

როგორც ჩანს, სილამაზის იმპერია რიანას დიდ დროს ართმევს — მომღერალმა ბოლო ალბომი 2016 წელს გამოუშვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ფანები საყვარელი მომღერლის ახალ ალბომს ჯერჯერობით უშედეგოდ ელიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ასევე დაგაინტერესებთ