26.10.2025 10:59
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კიევზე ღამის განმავლობაში განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 29 დაშავდა. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია.
სამაშველო სამსახურის ცნობით, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად დესნიანის რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. შენობის ზედა სართულებიდან 13 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კიდევ ერთი დრონი მოხვდა 16-სართულიან შენობას. გარდა ამისა, დრონი მოხვდა მრავალსართულიან სახლს კიევის ობოლონის რაიონშიც, თუმცა იქ ხანძარი არ გაჩენილა.
საგანგებო სამსახური არ აზუსტებს, რომელ შენობებში დაიღუპნენ ადამიანები.
უკრაინულ ტელეგრამ-არხებში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ძლიერი ხანძარი მრავალსართულიან სახლში.
ავტორ(ებ)ი :