19.03.2026 17:12
ირანში ოპერაცია არ არის „მარადიული ომი" ან „ჭაობი", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანში ომი არ ჰგავს ერაყსა და ავღანეთში ომებს, რომლებშიც „სულელმა პოლიტიკოსებმა", როგორებიც ყოფილი პრეზიდენტები ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი არიან, ამერიკის სანდოობა შელახეს.
„ეს ის ომები არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ იცის. „ეპიკური მრისხანება" განსხვავებულია. ის მიზანზე ფოკუსირებული და გადამწყვეტია", - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაასახელა ომის მიზნები, მათ შორის ირანის რაკეტების განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას.
ავტორ(ებ)ი :