დღე: 32

ღამე: 19

USD 2.7051

EUR 3.1366

თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა - მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა-ტრამპი 21.08.2025 19:33

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობასა და მის შედეგებზე საუბრობს.

მისი თქმით, ომის მოგება დამპყრობლის ტერიტორიაზე თავდასხმის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე. ეს ჰგავს შესანიშნავ გუნდს სპორტში, რომელსაც შესანიშნავი დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის უფლება არ ეძლევა. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ზუსტად ასეა უკრაინასა და რუსეთს შორის. თაღლითი და უაღრესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას პასუხის გაცემის ნებას არ აძლევდა - მხოლოდ თავდაცვის საშუალებას აძლევდა. რა შედეგი მოიტანა ამან? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი - ნულოვანი შანსი. საინტერესო დრო გველის წინ!“ - წერს ტრამპი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ