დღე: 31

ღამე: 19

USD 2.6968

EUR 3.1237

ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ -ვოლოდიმირ ზელენსკი 23.08.2025 15:27

ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში უკრაინის ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს დროშა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება.

„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბევრი უკრაინელისთვის არის მიზანი და ოცნება. ისინი ინახავენ ამ დროშას. ისინი ინახავენ მას, რადგან იციან, რომ ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ. ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი სიმბოლო ასობით ჩვენი მეომრისთვის, კაცისა და ქალისთვის მთელი უკრაინიდან, რომლებიც იცავენ ფრონტის ხაზის არა მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებას, არა მხოლოდ ვოვჩანსკს ან დობროპილას, არამედ მთელ უკრაინას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის დროშის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ