ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტერეზა რიბერა აცხადებს, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია 05.09.2025 09:19

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის ომი გენოციდია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, რიბერა ევროკავშირის პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა.

„ღაზაში გენოციდი ავლენს ევროპის უუნარობას, იმოქმედოს და ისაუბროს ერთი ხმით, მიუხედავად იმისა, რომ აქციები ევროპის ქალაქებში ვრცელდება და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14 წევრი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს”, – განაცხადა რიბერამ.

როგორც „როიტერი“ წერს, ტერეზა რიბერა არის ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პასუხისმგებელია კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგრამ არა – საგარეო პოლიტიკაზე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ