„ჰამასი“ განიარაღდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არგენტინის პრეზიდენტთან, ხავიერ მილეისთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რამდენ ხანში განიარაღდება „ჰამასი“ და შეუძლია თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს იმის გარანტირება, რომ ეს მოხდება?
„მე ვესაუბრე „ჰამასს“ და ვუთხარი: „თქვენ განიარაღებას აპირებთ, არა?“ „დიახ, ბატონო, ჩვენ განიარაღებას ვაპირებთ“, – ასე მითხრეს. ისინი განიარაღებას აპირებენ, რადგან ასე თქვეს და თუ არ განიარაღდებიან, ჩვენ განვაიარაღებთ მათ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გააკეთებს ამას, ტრამპმა უპასუხა:
„ამას თქვენ არ უნდა გიხსნიდეთ, მაგრამ თუ ისინი არ განიარაღდებიან, ჩვენ განვაიარაღებთ მათ. მათ იციან, რომ მე არ ვთამაშობ“, – განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :