აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის განცხადებით, აუცილებლად იპოვიან და გაასამართლებენ თითოეულ ადამიანს, რომელიც ამერიკის ქალაქებში ქაოსსა და არეულობებს იწვევს.
ბონდის თქმით, ორგანიზაცია „ანტიფა“ აშკარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია და ამას მოწმობს ქუჩის არეულობების დროს მისი წევრების მიერ გამოყენებული აღჭურვილობა და მაღალი ხარისხის ტრანსპარანტები.
ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება „ანტიფას“ დამფინანსებლების გამოსავლენად.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, „ანტიფა“ კარგად ორგანიზებული კრიმინალური ორგანიზაციაა. ვხედავთ, რომ ქუჩაში ხალხს ათასობით ტრანსპარანტი უჭირავს, რომლებიც წინასწარ მომზადებული და შესყიდულია. ამ ყველაფერს ვიღაც აფინანსებს. დავადგენთ, ვინ აფინანსებს „ანტიფას“, დავადგენთ, მის ბირთვს. ვიპოვით და გავასამართლებთ ყველას, ვინც ქაოსს იწვევს პორტლენდსა, თუ სხვა ქალაქებში. ეს ყველაფერი დასრულდება“, - თქვა ბონდიმ.
ავტორ(ებ)ი :