დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის მთელი თავისი იარაღის გადაცემა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის კვლავ განიხილავს უკრაინაში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნის საკითხს.
„უკრაინამ მკითხა, შეეძლოთ თუ არა მათ „ტომაჰავკის“ რაკეტების ქონა და მე ამ საკითხს განვიხილავ. მე ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს ამის შესახებ. ეს ძალადობრივი, სასტიკი იარაღია. მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. ისინი ჩვენთვისაც გვჭირდება. იცით, ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის მთელი ჩვენი იარაღის გადაცემა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. მე არ შემიძლია შეერთებული შტატების საფრთხეში ჩაგდება“,- თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ზელენსკისთან შეხვედრაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თავად სჭირდება „ტომაჰაკვის“ ტიპის რაკეტები და სხვა იარაღი.
ავტორ(ებ)ი :