მე არასდროს მითქვამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, კიდევ ერთი ომი აქვს დასასრულებელი.
„ეს რუსეთი და უკრაინაა და ვფიქრობ, რომ ამას მივაღწევთ, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა, რადგან ორ ლიდერს ნამდვილად სძულთ ერთმანეთი.მათ ერთმანეთი ყველაფერზე მეტად სძულთ და ეს საქმეს ართულებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვება შეუძლია, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არასდროს უთქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ“, თუმცა გამარჯვება შეუძლიათ.
„არ ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ გამარჯვება ჯერ კიდევ შეუძლიათ. მე არასდროს მითქვამს, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მე ვთქვი, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ომი უცნაური რამ არის და ბევრი ცუდი რამ ხდება, ბევრი კარგი რამ ხდება“, – აღნიშნა ტრამპმა
ავტორ(ებ)ი :