აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოქტომბრის ბოლოს სი ძინპინთან შეხვედრას ელოდება, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში ჩინეთში ვიზიტით ჩავა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მე ვხვდები პრეზიდენტ სის, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას.
ტრამპის თქმით, პეკინი ცდილობს შეერთებული შტატების „გამოყენებას“, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმების იმედი აქვს.
„მე ველოდები, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სისთან ძალიან სამართლიან შეთანხმებას მივაღწევთ. ეს ძალიან საინტერესო იქნება და ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც კარგს მივაღწევთ. ვფიქრობ, რომ ტაივანთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთში ვიზიტით მიიწვიეს.
„მე ამას გავაკეთებ, მომავალი წლის დასაწყისში. ეს გარკვეულწილად დაგეგმილია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ავტორ(ებ)ი :