ბელგრადის ცენტრში, მთავრობის მხარდამჭერთა ბანაკში სროლა იყო - სერბეთის პრეზიდენტმა ინციდენტს ტერორისტული აქტი უწოდა 22.10.2025 19:17

ბელგრადის ცენტრში, სერბეთის პარლამენტის შენობასთან, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერებს კარვები აქვთ გაშლილი, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. 

სროლა პარლამენტსა და ვუჩიჩის ოფისს შორის მდებარე პარკში მოხდა, სადაც მისმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს, რათა მომიტინგეებს შენობებისკენ გადაადგილების საშუალება არ მიეცეთ. სროლის დროს არანაირი საპროტესტო აქცია არ მიმდინარეობდა.

სერბეთის ჯანდაცვის მინისტრმა ზლატიბორ ლონჩარმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი კარვების ბანაკში გახსნა და შემდეგ ცეცხლის გაჩენა სცადა. 57 წლის მამაკაცი დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეიარაღებული პირი დაკავებულია.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ