უნგრეთი აშშ-სთან ბირთვული საწვავის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს, რათა დივერსიფიცირდეს მიწოდების წყაროები, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, წერს Reuters-ი.
სიარტომ, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, განაცხადა, რომ უნგრეთს ატომური ელექტროსადგურის გაფართოების გამო მზარდი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მეტი ბირთვული საწვავი სჭირდება და აღნიშნა, რომ ქვეყანა ასევე გააგრძელებს ბირთვული საწვავის შეძენას რუსეთიდან.
„რუსეთთან არსებული მომწოდებლების ურთიერთობების პარალელურად, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს აშშ-ისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზეც, რათა შევძლოთ ჩვენი გაზრდილი ბირთვული სიმძლავრის უსაფრთხოდ მომსახურება“, – განაცხადა სიარტომ.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნული საკითხის განსახილველად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ენერგეტიკის დეპარტამენტისა და აშშ-ის ბირთვული აღჭურვილობის მიმწოდებელი კომპანია Westinghouse-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
ავტორ(ებ)ი :