24.10.2025 19:14
გერმანიიდან ზელიმხან ხანგოშვილის ძმის და ოჯახის სავარაუდო დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. გამოცემის მონაცემებით ირკვევა, რომ ბერლინი-შონეფელდის აეროპორტის მეხუთე ტერმინალიდან ჩარტერული რეისი "აირზენამ" განახორციელა.
"დოიჩე ველე" წერს, რომ დეპორტაციამ ბერლინის ჩეჩნების თემში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან მგზავრებს არ სურდათ გერმანიის დატოვება.
ზელიმხან ხანგოშვილის, ყოფილმა მეუღლემ, მანანა ცატიევამ "დოიჩე ველეს" ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერმანელმა სამართალდამცავებმა, შეამტვრიეს იმ სახლის კარი სადაც ოჯახი ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები, აყვანის ოპერაცია რამდენიმე ბინაში ერთდროულად ჩატარდა.
გერმანული მედია განმარტავს, რომ დეპორტაციით, კანცლერი მერცის მთავრობა ცდილობს ხაზი გაუსვას, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება არალეგალურ იმიგრაციას. საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია ბრანდერბურგის შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავტორ(ებ)ი :