24.10.2025 19:37
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები „გარდამტეხი მომენტია“ და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების საქმეში.
მისი თქმით, „მსურველთა კოალიციამ“ უნდა გააგრძელოს უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერა და განაგრძოს ზეწოლა რუსეთზე.
„ამერიკული სანქციები აშკარად გარდამტეხი მომენტია. სანქციების ეფექტურობამ უნდა იმოქმედოს რუსეთისთვის ომის დაფინანსებაზე“, - განაცხადა მან.
მაკრონმა დასძინა, რომ კოალიციამ ბევრი რამ გააკეთა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც, მისი თქმით, სანქციების „იდეალური დამატებაა“.
ავტორ(ებ)ი :