24.10.2025 21:25
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ღაზაში განლაგებული საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები იმ ქვეყნებისგან ჩამოყალიბდება, რომლებისადმიც ისრაელი „კომფორტულად“ არის განწყობილი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც რუბიომ აღნიშნა, ღაზას სექტორის მმართველობის მომავალი ისრაელსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უნდა განიხილონ, თუმცა „ჰამასი“ პროცესში ვერ ჩაერთვება.
რუბიოს განცხადებით, პალესტინის ხელისუფლების პოტენციური როლი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული.
„ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ამის გაკეთებას სთავაზობენ. ჩვენ არ დავივიწყებთ მძევლებს, ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე ყველა მძევლის ნეშტი არ დაბრუნდება. მუშაობა მიმდინარეობს, მაშინაც კი, როცა ახლა თქვენ გესაუბრებით. ყველა, ვინც ამ გეგმას მოაწერა ხელი, ყველა ეს ქვეყანა დათანხმდა, რომ „ჰამასს“ არ შეუძლია ღაზის მომავლის მართვა და მასში მონაწილეობა. ყველა დაეთანხმა ამას“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსია არ მოხდება.
ავტორ(ებ)ი :