ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის ხანგრძლივი ვადით დახურვას და კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვას გეგმავს 26.10.2025 15:41

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ბელარუსთან საზღვრის ხანგრძლივი ვადით დახურვისა და კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის წინადადებით გამოვიდა.

აღნიშნული განცხადება ბალტიისპირეთის სახელმწიფოს ლიდერმა კონტრაბანდის საფრთხის ფონზე გააკეთა, რომელიც მეტეოროლოგირი საჰაერო ბურთებით ხორციელდება.

ნაუსედას შეფასებით, ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები, რომელთა გამოც ლიეტუვის აეროპორტების მუშაობა შეფერხდა, წარმოადგენს ჰიბრიდულ თავდასხმას.

მისივე თქმით, აუცილებელია სიმეტრიული და ასიმეტრიული რეაგირება. ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს შესაბამის საპასუხო ზომებზე.

„სხვადასხვა ვარიანტს შორის, რომლებიც უნდა იყოს განხილული, არის ბელარუსთან საზღვრის ხანგრძლივი ვადით დახურვა და კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვაც“, – ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ლიეტუვამ დახურა ბელარუსთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. ამის მიზეზი ბელარუსის მხრიდან ლიეტუვის საჰაერო სივრცეში კონტრაბანდული სიგარეტებით დატვირთული მეტეოროლოგიური საჰაერო ბურთების შესვლა გახდა. აღნიშნულის გამო დროებით დახურეს ვილნიუსის აეროპორტიც. ამ საკითხზე ორშაბათს ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ