26.10.2025 15:55
ტაილანდმა და კამბოჯამ, ტრამპის შუამავლობით, სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს- დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი დღეს მალაიზიაში გაიმართა. აშშ-ის განცხადებით, მას სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევა "ძალიან კარგად შეუძლია" და ამაში ბევრად უკეთესია, ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ტრამპის ერთკვირიანი ტურნე აზიაში ასევე მოიცავს იაპონიაში ვიზიტს ქვეყნის ახალ კონსერვატორ ლიდერთან შესახვედრად და სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმის (Apec) ლიდერების სამიტზე დასასწრებად. ვიზიტის ფარგლებში ტრამპი სი ძინპინსაც შეხვდება
ავტორ(ებ)ი :